თეგი: ღამის კლუბი

ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა  

ნორვეგიამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა

ოსლოში, ღამის ბარში მომხდარი სროლის შემდეგ, ნორვეგიაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ამის შესახებ NRK იუწყება. ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.  „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ტაილანდში ღამის კლუბში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

The Bangkok Post-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ტაილანდის პროვინცია ჩონბურში, სატაჰიპის რაიონში Mountain B-ის ღამის კლუბში გაჩნდა.   ხანძარს ცხრა კაცი და ოთხი ქალი შეეწირა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 14 ადამიანი. ხანძარი 5 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მათ დიჯეის ჯიხურთან ორი აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს ნაპერწკლები, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ოთახში.  

დაკავებულია 8 პირი, რომლებიც ღამის კლუბში ტურისტებს შეკვეთილ პროდუქციაში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 8 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან: ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.